შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ბენ სტილერი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე იმყოფებოდა
21.06.2022
უკან დაბრუნება
ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ბენ სტილერი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე იმყოფებოდა და უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. ის ასევე კიევის რეგიონში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ბენ სტილერმა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქები - ირპინი და მაკარივი მოინახულა, და თავად ნახა რუსული ჯარების შემოჭრის შედეგები. ის ასევე ოკუპაციას გადარჩენილ ადამიანებს გაესაუბრა.