შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროკავშირის კონკურსის ფარგლებში ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა
24.05.2022
უკან დაბრუნება
ევროკავშირის კონკურსის ფარგლებში ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქალაქის განვითარების ხედვა და ინიციატივები, გამოიკვეთა პრიორიტეტები .დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია აპრილში განიხილეს . დღეს კი დასკვნითი ღონისძიება მოეწყო. პრეზენტაციას ქალაქის კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის, სტრატეგიის განხორციელება ხელს შევუწყობს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. ამ ეტაპზე კონკურსში 14 ქალაქი შეირჩა, რომლებმაც კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად 30 000 ევროს დაფინანსება მიიღეს . საბოლოოდ, თითოეული ქვეყნიდან ერთი ქალაქი შეირჩევა, რომელიც 300 000 ევრომდე გრანტს სტრატეგიის განსახორციელებლად მიიღებს.