შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დასკვნითი სიმულაციური სწავლება
24.05.2022
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის - „სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით,“ დასკვნითი სიმულაციური სწავლება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მოხალისეებმა პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოადგინეს. სწავლება მოიცავდა როგორც სახანძრო, ასევე, სამაშველო მიმართულებებს და მასში სულ 40 სამოქალაქო პირი იყო ჩართული.