შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პანდემიის გამო არსებული ყველა შეზღუდვა და რეგულაცია ორი წლის შემდეგ გაუქმდა
20.05.2022
უკან დაბრუნება
პანდემიის გამო არსებული ყველა შეზღუდვა და რეგულაცია ორი წლის შემდეგ გაუქმდა. ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ძალაში რჩება მხოლოდ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში. დაშვებულია კულტურული აქტივობები , სარიტუალო მომსახურეობები, ატრაქციონები, ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი ცენტრები სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რეგულაცია 2 მაისს გაუქმდა მედიკოსთა დაკვირვებით შემთხვევათა მატება ამ პერიოდში არ დაფიქსირებულა .