შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მწვანე ყვავილას პანთეონის პატივგება
03.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო ქუთაისში, 2 მაისს ტრადიციულად ქალაქობის დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება. წელს ზეიმი ერთი დღის ნაცვლად მთელი კვირა გაგრძელდება. 2 მაისი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს დაემთხვა, ამიტომ კვირეულის აღნიშვნა ადგილობრივმა მთავრობამ „მწვანე ყვავილას“ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან დაიწყო. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა სოსო ხახალეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა პანთეონში პატივი მიაგეს ღვაწლმოსილ ქუთაისელებს და მათი სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.