შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს წითელი პარასკევია
29.04.2016
უკან დაბრუნება
წითელ პარასკევს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა, ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება. მსახურებისას სამეუფეო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნა ტაძრებში 2 საათზე ხდება , რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორად ამ დროს მიიცვალა. საკურთხეველში წმ. ტრაპეზზე დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს ,რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება . წითელი პარასკევს ქრისტიანები კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე ცხვება პასკაც.