შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



3 მაისს პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
29.04.2016
უკან დაბრუნება
3 მაისს, 18:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისის მერიაა. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტი ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დროს დაიგეგმა. ბენეფიციარი კი იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის დღის ცენტრში სტუმრობის დროს შეირჩა.