შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სააღდგომო ნობათი მრავალშვილიან ოჯახს გადასცა
29.04.2016
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს - ბადრი მორჩაძეს და მის შვილებს სააღდგომო ნობათი გადასცა. შეგახსენებთ, რომ 4 მცირეწლოვან ბავშვს დედა 2 წლის წინ გარდაეცვალა, ოჯახს არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე თვის წინ მათთვის მუნიციპალიტეტმა სახლი შეიძინა . წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პირადად მოინახულეს სოციალურად დაუცველი მამლუქი მახარობლიძის და თამარ ვერულაშვილის ოჯახებიც , სადაც შესაბამისად 5 და 4 ბავშვი იზრდება .ჯამში 50 ლარამდე ღირებულების სააღდგომო ნობათი 18 წლამდე შშმ. პირებს, უდედმამო ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, სამულო ომის მონაწილეებს და მრავალშვილიან ოჯახებს - ჯამში 250 ბენეფიციარს გადაეცა. მუნიციპლიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიზნით 10 000 ლარი გამოიყო