შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,თავისუფალი ზონის,, წევრების დაკითხვა გრძელდება
14.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში ”რუსთავი-2”-ის მხარდამჭერების მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავისუფალი ზონის წევრების დაკითხვა გრძელდება.დღეს სამართალდამცველებს კითხვები დავით ლაშქარაშვილთან ჰქონდათ.დაკითხვას ”საიას” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანიც ესწრებოდა,პოლიციის მე-5 განყოფილებასთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე აღნიშნულ დაბარებებს პოლიტიკურ სარჩულს ადებს.