შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
14.01.2022
უკან დაბრუნება
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატული თეატრი 161-ე სეზონი ფუნქციონირებს და მაყურებელს საინტერესო სპექტაკლებს სთავაზობს. მიუხედავად ბოლო პერიოდში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციისა, რომელმაც თეატრს არაერთი, მათ შორის ეკონომიკური პრობლემებიც შეუქმნა, ის მაინც აგრძელებს ახალ დადგმებზე მუშაობას. როგორც თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, კულტურულ დაწესებულებას არაერთი სამომავლო გეგმა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მწვანე თეატრის ფუნქციონირებაა.