შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14.01.2022
უკან დაბრუნება
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ისტორიკოსების განმარტებით ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს, დროშა სახელმწიფო სიმბოლიკად პირველად გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს გამოცხადდა . ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ის გერბთან და ჰიმნთან ერთად ეროვნული სიმბოლოა.