შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა
13.01.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრმა ცენტრის გენერალურ დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან შეხვედრა გამართა და კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები პირადად მოისმინა. ზურაბ აზარაშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია. მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფებოდა