შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი „დღის ამბების“ გადამღებ ჯგუფს კოვიდ სტატისტიკას აცნობს
13.01.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი „დღის ამბების“ გადამღებ ჯგუფს კოვიდ სტატისტიკას აცნობს. ნოდარ მაღლაფერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კლინიკაში მყოფი 105 პაციენტიდან 10 რეანიმაციულ, დანარჩენი კი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობს. კოვიდ 19-ით დაავადებულთა შორის 15 ბავშვია. 105-დან 35 პაციენტს კი განსაკუთრებული ყურადღება კორონა ვირუსის თანმდევი სხვადასხვა რთული პროცესის გამო სჭირდება. ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათში გაწერილი და მიღებული პაციენტების რაოდენობა თანაბარია ხოლო დაფიქსირებულია გარდაცვალების ერთი შემთხვევა.