შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კლინიკა ბომონდში 191 კოვიდ საწოლიდან 118 უკვე დაკავებულია
13.01.2022
უკან დაბრუნება
კლინიკა ბომონდში 191 კოვიდ საწოლიდან 118 უკვე დაკავებულია. კლინიკა ბომონდის კლინიკური დირექტორის მამია ყიფიანის ინფორმაციით კოვიდ ინფიცირებულთა შორის 28 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, 3 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. სამედიცინო დაწესებულებაში 15 კოვიდ დადასტურებული ორსული და მელოგინე მკურნალობს. ბოლო 24 საათში იმშობიარა ორმა კოვიდ პაციენტმა, პედიატრიულ განყოფილებაში კი 19 ინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.