შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამხარეო ადმინისტრაციამ ევროპის ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა
22.04.2016
უკან დაბრუნება
სამხარეო ადმინისტრაციამ ევროპის ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა. ვიცე–გუბერნატორმა და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სპორტსმენს ზაფხულის 31–ე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვეს. რამდენიმე დღის წინ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 22 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ ჯამში 463კგ დასძლია.