შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დედამიწის დღე ღია კარის დღით აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
22.04.2016
უკან დაბრუნება
დედამიწის დღე ღია კარის დღით აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფოიეში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ხელთნაკეთი ნივთები და ნახატები გამოიფინა. პარალელურად შეხვედრა გაიმართა იმ აბიტურიენტებთან, რომლებმაც საკუთარი არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთეს.