შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სათბური გაიხსნა
13.10.2015
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციო სათბური იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ,წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა გახსნეს. 500კვმ–იანი სათბურში მაღალი ხარისხის პრუდუქციის მისაღებად დამონტაჟდა სარწყავი სისტემა. პროდუქციის შემნახავი პუნქტი კი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, სადაც მწვანილის გადამუშავება დაფასოება და დასაწყოება მოხდება.ამ ეტაპზე სათბურებში 100–მდე ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე სათბურის მოწყობა იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საქართველოსა და რეგიონულ ბაზარზე. იმერეთის მხარის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობითა და ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული სადემონსტრაციო სათბური კომპანია ,,ნეტაფიმთან" თანამშრომლობის შედეგია. პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გამოცდილების გაზიარების და ისრაელიდან ექსპერტიზის გზით რეგიონში აგრობიზნესის განვითარება და საქართველოში სოფლის მეურნეობის უფრო მაღალ დონეზე აყვანა. სათბური სადემონსტრაციოდ შპს ,,ჰერბია"–ს წყალტუბოს რაიონის ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად გადაეცა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი იმერეთში და მიმდებარე ტერიტორია უმნიშვნელოვანესია მწვანილის წარმოებაში. ამ რეგიონის კლიმატური პირობები, ზამთრის პერიოდშიც კი გათბობის გარეშე მაღალი ხარისხის მწვანილის წარმოების საშუალებას იძლევა, რაც პროდუქციის წარმოების ხარჯის 70%–ს დაზოგავს. დღესვე მხარისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისრაელის ელჩს ზოგადად იმერეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები გააცნეს