შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს მიკლოშ კაშლერს შეხვდა
03.12.2021
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს მიკლოშ კაშლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განიხილეს ონკოლოგიისა და ტრანსპლნტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები და საჭიროებები. საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების მიმართულებასაც - ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.