შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქის პირველი პირები პროგრამა ,,მომავლის თაობის“ სამიზნე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
19.04.2016
უკან დაბრუნება
ქალაქის პირველი პირები პროგრამა ,,მომავლის თაობის“ სამიზნე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ,,მომავლის თაობა“ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთ -ერთი ინიციატივაა, რომელიც იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 91 სკოლაში ხორციელდება. მისი მიზანია სკოლებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა. შეხვედრაზე ახალგაზრდები ქალაქის ხელმძღვანელებს იმ ინოვაციურ პროექტებზე ესაუბრნენ, რომლებიც პროექტის ფარგლებში განახორციელეს.