შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯგუფ ,,ირიაოს’’ კონცერტი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში
19.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ორგანიზებით მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ეთნო-ჯაზ ჯგუფ ,,ირიაოს’’ კონცერტი მათ ჯაზისა და ქართული ეთნოგრაფიული მუსიკის ნაზავი შეასრულეს.ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისათვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით დაარსდა ანსამბლი და მათ დებიუტს 2013 წელს აღიარება მოჰყვა. ირიაო აქტიურად გეგმავს კონცერტებს საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.