შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქის პირველობა მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის დასრულდა
18.04.2016
უკან დაბრუნება
ქალაქის პირველობა მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის დასრულდა. ტურნირი ქუთაისის მერიისა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში 16-17 აპრილს 9 ტურად გაიმართა. გამარჯვებულები სამ კატეგორიაში - მოყვარულ ,,პროფესიონალთა'', მოყვარულთა და მოყვარულ ქალთა შორის გამოვლინდნენ. ტურნირში 50- მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, ქუთაისის მერიდა ვიცე მერი ,ასევე საკრებულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები პრიზებით დაჯილდოვდნენ.