შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდდადასტურებული პაციენტების მომართვიანობის ზრდის გამო კლინიკა ბომონდმა კოვიდგანყოფილებას ადგილები დაამატა
21.10.2021
უკან დაბრუნება
კოვიდდადასტურებული პაციენტების მომართვიანობის ზრდის გამო კლინიკა ბომონდმა კოვიდგანყოფილებას ადგილები დაამატა. ამჟამად, კლინიკის საწოლფონდი 191 შეადგენს, მათგან 167 კი უკვე დაკავებულია. კლინიკაში ინფიცირებულებს შორის 27 ბავშვი და 38 ორსულია. რეანიმაციულ განყოფილებაში კი 49 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასება. კლინიკის კლინიკური დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის ვაქცინირებული არც ერთი პაციენტი არ არის. მამია ყიფიანის თქმით, ბოლო 48 საათში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.