შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმატა თუ არა ტურისტების რაოდენობამ ქალაქში
15.10.2021
უკან დაბრუნება
მსოფლიო მასშტაბით გავრცელებულმა კოვიდ ვირუსმა ბევრ სფეროზე უარყოფითად იმოქმედა. გამონაკლისი არც ტურიზმია. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 2019დან 2021 წლამდე საგრძნობლად იკლო. თუმცა, 2020 წელს მათი რიცხვი ყველაზე ნაკლებს შეადგენდა. ამ შედეგის გამომწვევი მიზეზი არსებული კოვიდ სიტუაციაა, რომელმაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა ტურიზმზე. იმერეთის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ რომ სექტემბრის თვეში მათ 1000ზე მეტ ტურისტს გაუწიეს შესაბამისი მომსახურება.ქუთაისს ძირითადად ყაზახეთის, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და პრიბალტიკის ქვეყნების მოსახლეობა სტუმრობს.