შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კალათბურთში გელა დარსაძის სახელობის ტურნირი დაიწყო
15.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთში გელა დარსაძის სახელობის ტურნირი დაიწყო.შეჯიბრში ოთხი გუნდი მონაწილეობს: თბილისის "ორბი" და "ჰიუნდაი", ქუთაისის "ქუთაისი"და რუსთავის "რუსთავი". ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული სპეციალური თასები,მედლები და დიპლომები გადაეცემათ.გელა დარსაძე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი,გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის საკალათბურთო გუნდის "ქუთაისი 2010"-ის მწვრთნელი იყო.