შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მოსახლეობის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებულ ფაქტზე, ჩვენ ზესტაფონის მერიას დავუკავშირდით
14.09.2021
უკან დაბრუნება
მოსახლეობის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებულ ფაქტზე, ჩვენ ზესტაფონის მერიას დავუკავშირდით. თვითმმართველობაში მხოლოდ ზეპირსიტყვიერი კომენტარი გაგვიკეთეს და განაცხადეს, რომ მერიასა და წითელ ჯვარს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სხვადახვა აქტივობას ითვალისწინებს. გავრცელებულ კადრებშიც, მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროდუქტის გადაცემაა ასახული და წინასაარჩევნო მოსყიდვას არ აქვს ადგილი. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კახნიშვილს დავუკავშირდით, რომელიც აცხადებს რომ აღნიშნული ფაქტი მისთვის უცნობია, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისისთვის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად არავის მოუმართავს.