შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე სესიაზე იმსჯელეს
13.04.2016
უკან დაბრუნება
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები დღეს სესიაზე ოპოზიციამ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მოახდინა.პლენარულ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი თავმჯდომარის მიმართ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული უარყოფითი განცხადებები გაიხსენეს.საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მიუღებელია თავისუფალი დემოკრატებისთვის.დეპუტატმა შალვა შავგულიძემ კოლეგებს მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას.