შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები დევნილების საპროტესტო აქცია
12.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ კორპუსთან მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მშენებლობის შემდეგ ეზოს ფართი დაიკარგება. ასევე, გაუქმდება ხედი ფანჯრებიდან, ვინაიდან მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე მეტრის დაშორებით მიმდინარეობს. კორპუსის მცხოვრებლები მშენებლობის ხელის შეშლის მიზნით ადგილზე 24 საათიან მორიგეობას გეგმავენ. დღეს მათ გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს და ქუთაისის მერიას მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ისინი მიმდინარე მშენებლობის შესახებ საქმის კურსში არ არიან, რადგან მათივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი ნებართვა არ გაუცია.