შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღს დღეს ახალი ინვენტარი გადაეცა
12.04.2016
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღს დღეს ახალი ინვენტარი გადაეცა.კულტურულ ჰუმანიტარულმა ფონდმა ,,სოხუმმა,, ავეჯი პატარებისთვის, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პინის,, პროექტის ”ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების” ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიძინა. ინვენტარი წყალტუბოში იმ ბაღებს გადაეცათ, სადაც უმეტესად დევნილი ბავშვები სწავლობენ. ახალი ნივთები პატარებს პროექტის ხელმძღვანელმა იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გადასცა.