შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკრებულოს ინიციატივა ლეიკემიით დაავადებული პატარების გასახარებლად
12.04.2016
უკან დაბრუნება
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები ლეიკემიით დაავადებულ პატარებს შეხვდნენ.საკრებულოს წარმომადგენლებმა ბავშვებს ერთი თვის წინ მიცემული პირობა შეუსრულეს და საკუთარი ინიციატივითა და პირადი ხარჯებით ლეიკემიით დაავადებულ ცხრა პატარას ის საჩუქრები მიუტანეს, რაც თავად ისურვეს.შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა სპექტაკლი ,,საფრთხობელა და პატარა წერო,, იხილეს.