შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარაოლიმპიური სასკოლო დღეები გრძელდება
12.04.2016
უკან დაბრუნება
პარაოლიმპიური სასკოლო დღეები გრძელდება.ღონისძიება სკოლებში მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.თბილისის შემდეგ პროექტი დასავლეთ საქართველოში ხორციელდება.ერთი კვირის მანძილზე ღონისძიების მასპინძელი ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლაა, პარაოლიმპიური თამაშები-ოლიმპიური თამაშების მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებაა თანდაყოლილი ან შეძენილი ნაკლის მქონე ადამიანებისთვის.საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი 1989 წლიდან ჩამოყალიბდა.დღეს მის შემადგენლობაში 163 ქვეყნის პარაოლიმპიური კომიტეტი და ხუთი საერთაშორისო სპორტული ფედერაცია შედის.პარაოლიმპიელები 20-ზე მეტ სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობენ.საქართველოს დელეგაციამ პირველად მონაწილეობა 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებში მიიღო.