შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პრფესორი სტუმრად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
11.04.2016
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე დღეა სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პროფესორი-- ჯუდიტ მალკაჰი სტუმრობს.
უცხოელმა კოლეგამ უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პერსონალს და ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარა.
თემაზე ,,ინკლუზიური განათლების პრობლემა და მათი გადაჭრის გზები”-- ჯუდიტ მალკაჰიმ ქართველ კოლეგებს ინკლუზიური სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
უცხოელი სტუმარი საზაფხულო სკოლის გახსნას გეგმავს, სადაც პედაგოგები ინკლუზიურ სწავლებაში მუსიკალურ თერაპიას გამოიყენებენ.
ჯუდიტ მალკაჰის ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.