შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოხუმში დაღუპული დავით ბიჭაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში დაკრძალეს
11.04.2016
უკან დაბრუნება
სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული დავით ბიჭაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის თბილისში გადმოსვენება და ცხედრების იდენტიფიცირება საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის დახმარებით გახდა შესაძლებელი.დავით ბიჭაშვილის ცხედარი თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან საჩხერეში გადაასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდი გარდაცვლილის ოჯახში გაიმართა, შემდეგ მებრძოლი ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში დაასვენეს, სადაც გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ჯარისკაცებმა დაღუპულ მებრძოლს სამხედრო პატივი მიაგეს. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 208 ცხედრის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.