შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის, თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის
11.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის, თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტს ხელი ქუთაისის თბილისის და თელავის მერებმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის მერია ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გამოცდილებას ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების მიმართულებით გაუზიარებს.