შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



37 ბაგა ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
08.04.2016
უკან დაბრუნება
ანაზღაურების გარეშე დარჩენილი ადამიანების მორიგი საპროტესტო აქცია. 37-ე ბაგა-ბაღის წინ მშენებლობაზე დასაქმებულები შეიკრიბნენ და კუთვნილი თანხის მიღება მოითხოვეს. შენობა შესაბამისმა კომისიამ გასული წლის ივნისის თვეში ჩაიბარა, თუმცა იქ დასაქმებულებს ბოლო სამი თვის ნამუშევარი ჯერ კიდევ არ აუღიათ.მერიასა და ,,ჯი-აი-თი 2007 -ს ,, შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ შპს ”ლინმა” შეასრულა. როგორც შპს ”ლინის” ხელმძღვანელმა ჩვეთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა , ,, ჯი-აი-თი 2007-ს,, ამ დრომდე ქვეკონტრაქტორისთვის თანხა არ გადაურიცხავს,რის გამოც დავალიანება ვერ დაფარა.