შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოსტავას ქუჩაზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
07.04.2016
უკან დაბრუნება
დღის პირველ საათზე კოსტავას ქუჩაზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილი გაზა გადაკეტეს
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოქალაქე დიანა სოფრომაძემ ისინი დუბაიში დასაქმების მიზნით წაიყვანა ,თუმცა პირობა ვერ შეასრულა,მათ დუბაიში წასასვლელად 1 500 დოლარი გადაიხადეს. მათივე თქმით, დიანა სოფრომაძეს ისინი უნდა დაესაქმებინა, თუმცა საქართველოდან სამუშაოდ წასული 35 კაცი იძულებული გახდა, 40-დღიანი ლოდინის შემდეგ, ისევ სამშობლოში დაბრუნებულიყო. აქციის მონაწილეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ ,ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა დიანა სოფრომაძესთან დაკავშირება სცადეს ,თუმცა უშედეგოდ