შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ქუთაისის მერს, პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
07.04.2016
უკან დაბრუნება
"ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ცამციშვილის მტკიცებით, 2014 წელს მის მიმართ აბსურდული ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც მას სასამართლომ 6 380 ლარის გადახდა დააკისრა და აღნიშნულ ჯარიმას იხდის. "ახალი პოლიტიკრი ცენტრი"ქუთაისის მერს მიმართავს თავი შეიკავოს პოლიტიკური ზეწოლისგან. ქუთაისის მერი შოთა მურღულია კი აცხადებს, რომ 6 380 ლარი, რომელსაც თემურ ცამციშვილი იხდის, მას სასამართლოსგან პატიმრობის სანაცვლოდ დაეკისრა, რაც შეეხება დამატებით თანხას, როგორც მურღულია განმარტავს, დამატებითი თანხით ადგილობრივი ხელისუფლება ცამციშვილის მიერ ქალაქისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს