შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა ზესტაფონში დასრულებული პროექტები მოინახულა
06.04.2016
უკან დაბრუნება
2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საავტომობილო გზების რეაბილიტაცია როგორც ქალაქის , ასევე სოფლის გზებზე განხორციელდა. მათ შორის ისეთ სოფლებში , სადაც ათეულობით წლებია გზის საფარი არ ყოფილა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურული პროექტებია. გზების რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ქვედა საზანო, ზორვეთი, ბოსლევი, კვალითი, კლდეეთი, წიფლავაკე, არგვეთა და ილემი. გზის საფარის მოწყობა ქალაქის ქუჩებზეც განხორციელდება.დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერეს.