შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ
21.06.2021
უკან დაბრუნება
იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნენ. სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მოცვის საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონას აღწევს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული.