შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მემორანდუმი წერეთლის უნივერსიტეტსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის
05.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მიზნად მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების გარდა, სასწავლებლის თანამშრომელთა, მეცნიერთა და სტუდენტთა საჭირო ლიტერატურით, და საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფას გულისხმობს. მემორანდუმის პირობების მიხედვით, მხარეები ინფორმაციას სხვადასხვა საკითხებზე გაცვლიან . მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოაწერეს. უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის მემორანდუმი პირველად 3 წლის წინ გაფორმდა, ხოლო მიმდინარე წელს მემორანდუმის განახლება მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ მოხდა.