შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა დაფნის მშენებარე საწარმო დაათვალიერა
04.04.2016
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა ვანის მუნიციპალიტეტში დაფნის მშენებარე საწარმო მოინახულა. საწარმოში პირველ ეტაპზე 30 – მდე ადამიანი დასაქმდება, დაფნას კი ადგილობრივი 1000 – მდე ბენეფიციარისგან შეისყიდიან.
ობიექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია, საწარმო უახლოეს მომავალში შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ორ თვეში ექსპლუატაციაში შევა. დაფნის საწარმო ფუნქციონირებას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეძლებს, ქარხანაში სულ მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული.
დაფნის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების დასაქმებასთან ერთად, დაფნის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.