შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დეპუტატები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი სტუმრად მე-6 ბაგა-ბაღში
04.04.2016
უკან დაბრუნება
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი საკრებულოს თავმჯდომარე , დეპუტატები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი # 6 ბაგა-ბაღში მივიდნენ. ბაღში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლე ჰყავთ. თვითმმართველობის წარმომადგენლები ბავშვების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ . ქუთაისის ბაღებში ინტეგრირებული კლასებია , სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები სწავლობენ . ინტეგრირებული ჯგუფის არსებობის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის სოციალური უნარების განვითარებას, თანატოლებთან ურთიერთობას, ქცევის მართვას, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა შეძლონ თანატოლებთან აქტიური კომუნიკაცია. ქუთაისში 37 ბაგა-ბაღია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 49 აღსაზრდელი.