შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2 აპრილი -აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
04.04.2016
უკან დაბრუნება
2007 წლის 18 დეკემბრი ს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.2 აპრილის დღის აღნიშვნის მიზანია გაზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა