შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართველი კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე ხონში დაკრძალეს
31.03.2016
უკან დაბრუნება
ქართველი კინორეჟისორი,სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა დღეს,ანდერძის თანახმად ხონში დაკრძალეს,ქართველი კინორეჟისორი ,სცენარისტი და მსახიობი,საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა.თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობიო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა,რომელიც 1957 წელს დაასრულა.
ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინო ნოველა სახელწოდებით ”ჩქარი მატარებელი”,რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა.1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.
ნანა მჭედლიძემ გადიღო ქართული ფილმები: ”პირველი მერცხალი”, ”იმერული ესკიზები”, ”დანაშაული მოხდა”, ”ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” და სხვა. ნანა მჭედლიძემ ასევე რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.