შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სასაფლაოებზე შესვლის შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა
05.05.2021
უკან დაბრუნება
სასაფლაოებზე შესვლის შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. ადგილზე სამართალდამცავთა ჯგუფი უკვე არ არის მობილიზებული და მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია ტერიტორიაზე გადაადგილება. შეგახსენებთ, რომ სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა საკოორდინაციო საბჭომ 30 აპრილს მიიღო და 2,3,4, მაისის ჩათვლით იყო ძალაში.წესის დამრღვევი კი 2000 ლარით ჯარიმდებოდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი საფიჩხიის სასაფლაოზე იმყოფებოდა,სადაც ხალხმრავლობა არ დაგვხვედრია.