შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პაატა კლდიაშვილმა პროექტი ”ქუთაისი-2020”- წარადგინა
31.03.2016
უკან დაბრუნება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ საინფორმაციო-საკოორდინაციო შეხვედრაზე ,დღეს ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა ქუთაისის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია წარმოადგინა.აღნიშნული სტრატეგია შვიდი ძირითადი პუნქტისგან შედგება,რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ეტაპებს გულისხმობს.პრეზენტაციაში 2020 წლამდე ქალაქის განვითარების გეგმა იყო განხილული,რომელიც სამომავლოდ ქუთაისის დასავლეთ საქრთველოს მთავარ ადმინისტრაციულ მომსახურების ცენტრად გახდომი საკითხი შედიოდა. პაატა კლდიაშვილმა,სტრატეგიის ფარგლებში,ქალაქში განათლებაზე,სამედიცინო სერვისებზე ,ტურიზმზე კულტურის,სპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა. პროექტი ”ქუთაისი-2020”-ის წარდგენის შემდეგ,დამსწრე ორგანიზაციებმა მარტის თვეში ჩატარებულ აქტივობებსა და აპრილის თვეში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს.