შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლა გაიხსნა
30.03.2016
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით რიგით მე–16 სკოლა გაიხსნა. აღნიშნულის მიზანს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული მრავალხმიანობის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა წარმოადგენს. სალოტბარო სკოლის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდა. დღესვე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.