შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-7 ტურის ფარგლებში სამტრედიამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა
07.04.2021
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-7 ტურის ფარგლებში სამტრედიამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. შეხვედრის პირველ ნახევარში ტორპედოელებმა უპირატესობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შეძლეს.მეორე ტაიმში კი სამტრედიელები ლიდერობდნენ და გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ მაგრამ ტორპედოელთა მეკარემ გუნდის გადარჩენა შეძლო . საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. გასვლაზე მოპოვებული ერთი ქულით ტორპედო გათამაშების ცხრილში კვლავ მე-8 ადგილზეა, ხოლო სამტრედია მე9-ზე. მომდევნო მატჩს ტორპედო 11 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს და თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს.