შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დავით დვალისა და სულხან ქობულაძის საქმის გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა
28.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და არასამთავრობო ორგანიზაცია _ „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის საქმის გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. როგორც ქობულაძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურამ საქმე „თაროზე შემოდო”. მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტებთან ერთად მოიკითხა გამოძიების მიმდინარეობის პროცესი, თუმცა აღმოჩნდა, რომ საკითხის შესწავლა აღარ ხდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს გატაცებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. ამ ინფორმაციას შ ს ს სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებდნენ. ახლა კი ქობულაძე საგამოძიებო უწყებებს უუნარობაში ადანაშაულებს და ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს პიროვნულ დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. ის მაღალჩინოსნებს ფიზიკურ ანგარისწორებას ჰპირდება იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება უახლოეს მომავალში არ დასრულდება.
სულხან ქობულაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ როგორც ქუთაისის მერიაში, ასევე საკრებულოში. დაზარალებულის ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალიალი იცავს, სადაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიების შედეგებს ელოდებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, კონკრეტული საქმით დაინტერესდეს.
სულხან ქობულაძეს სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველო იმერეთის ორგანიზცის ხელმძღვანელი გიორგი წულაია-