შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალმა მემარჯვენეებმა ქუთაისში წინა საარჩევნო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს
25.03.2016
უკან დაბრუნება
ახალმა მემარჯვენეებმა ქუთაისში წინა საარჩევნო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს,სადაც პარტიის ლიდერებმა იმ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს,რომელიც დღეისათვის საქართველოში არის შექმნილი.ლიდერების განმარტებით ბოლო დროს ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა,რომ დღეისათვის პარტიები თანაბარ საარჩევნო პირობებში არ იმყოფებიან,რასაც უცხოური ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნებიც ამტკიცებს. მიუხედავად ამისა არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები იმედოვნებენ,რომ ხელისუფლებასთან მიმდინარე სამუშაო შეხვედრების შედეგად შეძლებენ ეს გარემო რამდენიმე თვეში დაარეგულირონ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ.