შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოპოზიციური პარტიები ტოქ-შოუ ”ობიექტურ აზრში” ხელისუფლებას აკრიტიკებენ
24.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები და ჩინოვნიკთა კვალიფიკაციის კრიტიკა მთავარი თემა იყო თოქ-შოუ ,,ობიექტურ აზრში".
ოპოზიციური პარტიების ადგილობრივმა ლიდერებმა ხელისუფლებას უყურადღებოდ დაჩენილი პრობლემები შეახსენეს.
,,გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი თვლის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის სტრატეგია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიური კომუნიკაციაა, პრობლემის დაყენება და შემდეგ მისი მონიტორინგი. მაგალითად უსახლკაროდ დარჩენილი დავით ჭულუხაძის პრეცენდენტი მოიტანა, რომლის დახმარებაზეც მერიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და არც შუალედურ ეტაპზე გაუკეთებია კომპეტენტური კომენტარი.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ,,ობიექტური აზრის" ეთერით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ქუთაისში დაზიანებული გზების შეკეთების პროცესი, პარკინგის სისტემის უკანონობა, ისაუბრა საპროტესტო აქციებისთვის მზადებასა და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქუთაისის მერის გადადგომის სურვილზეც.